თეკო შენკენის მაკიაჟის სტუდია წარმოგიდგენთ სხვადასხვა მომსახურეობებს. სტუდიას როგორც შეუძლია უმასპინძლოს ადამიანებს ვისაც სურთ სხვადასხვა სახის მაკიაჟის გაკეთება, ასევე გთავაზობთ სხვადასხვა სახის მაკიაჟის სასწავლო კურსებს. კურსები მოიცავს როგორც სამოყავრულო, ასევე პროფესიონალური მაკიაჟის სწავლებას, რომლის დასრულების შემდეგაც ყველა კურსდამთავრებულს გადაეცემა სპეციალური სერთიფიკატი.  

Teko Shenken Make up Studio – თორმეტ წლიანი გამოცდილების შემდეგ 2019 წელს დაარსა თეკო შენკენმა, რომელსაც თავადვე უდგას სათავეში და  ყველა სახის კურსის მთავარი ტრენერია. ტელევიზიაში, ფილმებსა და ცნობილ მოდურ გამოცემებში მუშაობის შედეგად დაგროვებული გამოცდილების გაზიარება გახდა სტუდიის დაარსების მთავარი იდეა და ადამიანების დიდი მოთხოვნა ამ საქმის შესწავლის მიმართ.  თეკო შენკენი რვა წელია ჯურნალი “ბომონდის” მთავარი Make up არტისტი და სტილისტია, ასევე ის თორმეტი წელია მუშაობს პირველ არხში მთავარ Make up არტისტად. თეკო ასევე ხშირად მუშაობს სხვადასხვა ცნობილ ფილმებზე. ერთ-ერთი უკანასკნელი მისი გამოცდილებიდან გიგა აგლაძისა და დევიდ ლინჩის საერთი ფილმი “The Other Me”-ია, სადაც თეკო მუშაობდა  უმრავ ჰოლივუდის ვარსკვლავთან როგორებიც არიან ჯიმ სტარჯერსი და ანდრეა პეჯიკი.