TS Studio

თეკო შენკენის  სტუდია წარმოგიდგენთ, მაკიაჟის შემსწავლელ სხვადასხვა კურსებს, ფართო სპექტრითა და არჩევანით. თუ გსურთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას და გახდეთ პროფესიონალები საკუთარ საქმიანობაში გაეცანით დეტალურად ჩვენს კურსებს.

About Us

თეკო შენკენმა თორმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა გაეხსნა საკუთარი მაკიაჟის სტუდია, სადაც შესაძლებელია როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ დონეზე მაკიაჟის ხელოვნების შესწავლა.
"პირველ რიგში, გადამაწყვეტინა დიდმა მოთხოვნამ მაკიაჟის სწავლებაზე. მე 12 წელია ამ სფეროში ვარ. გარკვეული დროის გასვლამდე და დიდი გამოცდილების შეძენამდე, თავს ვერ მივეცი უფლება, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა და მესწავლებინა ეს საქმე. როდესაც გყავს მოსწავლეები, მზად უნდა იყო ყველა დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ვთვლი, რომ თავად ძალიან უნდა გაიზარდო პროფესიულად, ვიდრე დააპირებ სხვისთვის გაზიარებას. ამიტომაც, ჩემს თავს ვერ მივეცი უფლება მესწავლებინა ადრევე და მხოლოდ ახლა გადავწყვიტე, ამ ყველაფერს მივცე ოფიციალური სახე და გავხსნა ჩემი მაკიაჟის სტუდია."

კურსები

საბაზისო კურსი

მთავარი ტრენერი: თეკო შენკენი

საბაზისო კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს , რომლის დროსაც მაკიაჟის კეთებას შეისწავლით პროფესიონალურ დონეზე.  კურსი აერთიანებს პრაქტიკებს პროფესიონალურ გადაღებებზე და მის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი

მთავარი ტრენერი: თეკო შენკენი

 კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი შედგება 10 გაკვეთილისგან.  მოდული აერთიანებს რთული და სპეციფიური ტექნიკების შესწავლას, მაგალითად  როგორიცაა Fashion მაკიაჟი და ავანგარდი. 

Self Make Up

მთავარი ტრენერი: თეკო შენკენი

მაკიაჟის შესწავლა საკუთარ თავზე. ავტო მეიქაფის კურსი შედგება 5 გაკვეთილისგან, სადაც პროდუქციასა და ფუნჯებს, როგორც სხვა კურსებზე  უზრუნველყოფს TS სტუდია.